ესპანეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის სატრანზიტო ვიზას ამკაცრებს — შეზღუდვა 12 ივლისიდან ამოქმედდ

ესპანეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის სატრანზიტო ვიზას ამკაცრებს — შეზღუდვა 12 ივლისიდან ამოქმედდ
გაერთიანებული სამეფოსა და ჩეხეთის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეებისთვის აეროპორტებით ტრანზიტის უვიზო რეჟიმი ესპანეთმაც გააუქმა – ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის თანახმად, რუსეთის მოქალაქეებს ესპანური აეროპორტების სატრანზიტოდ გამოყენებისთვის ვიზა დასჭირდებათ, მიუხედავად იმისა, დატოვებენ თუ არა ისინი საერთაშორისო სატრანზიტო ზონას.

“ეს ზომები 2025 წლის 12 ივლისიდან ამოქმედდება – ამ დროიდან, ჩვეულებრივი რუსული პასპორტების მფლობელებს, რომლებიც ესპანური აეროპორტების სატრანზიტოდ გამოყენებას ისურვებენ, მოქმედი ვიზა უნდა ჰქონდეთ”, – ნათქვამია სამინისტროს ვებგვერდზე.

სატრანზიტო ვიზის მისაღებად მგზავრმა აეროპორტში 24 საათზე ნაკლები უნდა დაყოს. ამასთან, სატრანზიტო ვიზა არ იქნება საჭირო იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის მოქალაქეს შენგენის მოქმედი ვიზა ექნება.

ესპანეთმა სავიზო შეზღუდვები ევროკავშირის ფართო პოლიტიკის ფარგლებში მიიღო, რომელიც არალეგალური მიგრაციის შემცირებას ისახავს მიზნად. მანამდე იგივე ზომები ბრიტანეთმა და ჩეხეთმაც გაატარეს, თუმცა მათ გადაწყვეტილების მიზეზები არ განუმარტავთ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *