ესტონეთის სანქციები უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯია – კობახიძე

ესტონეთის სანქციები უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯია – კობახიძე
ესტონეთის მიერ დაწესებული სანქციები უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯია, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ესტონეთს აქვს სანქციები მანამდეც დაწესებული, რაც არის უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯი ქართველი ხალხის მიმართ, ჩვენი ქვეყნის მიმართ, მაგრამ ჩვენ ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, ეს არის ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება“, – ამბობს კობახიძე.

8 მაისს, ესტონეთმა ევროკავშირის გადაწყვეტილების შესაბამისად, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *