ეს ზარალი კორუფციული სახელმწიფოს მომაკვდინებელი გავლენაა – თინა სტამბოლიშვილი “რძის სკანდალზე

ეს ზარალი კორუფციული სახელმწიფოს მომაკვდინებელი გავლენაა – თინა სტამბოლიშვილი “რძის სკანდალზე
კომუნიკაციების სპეციალისტი თინა სტამბოლიშვილი “რძის სკანდალს” ეხმაურება. მისი თქმით, წლობით ნაშენები ბრენდებმა რაც არ უნდა თქვან ახლა, მომხმარებელს უკვე ნდობა აღარ აქვს. ის ამბობს, რომ თანაუგრძნოს კომუნიკაციის სპეციალისტებს, რომლებიც იმ კომპანიებში მუშაობენ, რომელთა ნაწარმის საფრთხის შემცველობასთან დაკავშირებით გავრცელდა ინფორმაციები.

“ერთ დღეში ჩაიყარა წყალში ლამაზ კომუნიკაციაში და ISO-ებში გადაყრილი მილიონები. არ ვიცი, ხვდებით, თუ არა, მაგრამ ეს ზარალი, რასაც განიცდით – დისფუნქციური, კორუფციული, რეტროგრადული სახელმწიფოს მომაკვდინებელი გავლენაა. თქვენ თუ არა, თქვენი ტოპები კარგად ხვდებიან – მთელი ბრაზი თქვენზე გადმოაქვთ, პიარი ჩაგვივარდაო.

ძალიანაც რომ მოინდომოთ, ამ სასამართლოს ვინ ენდობა და როგორ დაამტკიცებთ სიმართლეს, რომც მოინდომოთ? სურსათის უვნებლობას ვინ ენდობა? ხუმრობთ? ყველას გონებაში ეს ერთი დიდი ბლეფია და თქვენი ტოპები კი გამოდიან ბავშვების სიცოცხლეზე ფულის მკეთებელი წურბელები, გაქსუებული მილიონერები”, – წერს თინა სტამბოლიშვილი.

ის ასევე მიმართავს CEO-ებს და CFO-ებს და ამბობს, რომ მათ ერთადერთი, რისი იმედიც უნდა ჰქონდეთ, “ისევ უსამართლო სასამართლოსი – რომც ვინმემ იჩივლოს, მილიონებს არავინ დააკისრებს პაპაშვილს მომხმარებლების სასარგებლოდ. კაპიტალის ბაზარიც არ გვაქვს, რომ ერთ დღეში ჩამოგექცეთ აქციები. კიდევ იმის იმედი უნდა გქონდეთ, რომ ჩემი გამოცდილებით, ერთ კვირაში გადაივლის კრიზისი. არავის ემახსოვრება და ისევ შეძლებთ სანდომიანი დედების გადაღებას ლამაზ კლიპებში”, – ამბობს თინა სტამბოლიშვილი.

“ათ წელში რომ კიბო გაგიჩნდება, მიდი და ამტკიცე, სანტეს ბრალი იყო, სოფლის ნობათის, თუ აგროჰაბის – ამის იმედიც გაქვთ. სახელმწიფოსაც სულ არ კიდია – მშპ-ც ისეთი არაა, რომ ადამიანის სიცოცხლეს რამე ფასი ჰქონდეს. მე გენდობით პირადად, დიდ მწარმოებლებს – თქვენს შვილებსაც იმასვე აჭმევთ, დარწმუნებული ვარ. ისეთი ბოროტებიც არ ხართ, რომ სპილენძიანი რძე გვასვათ, მაგრამ აი, ვერანაირად ვერ დაამტკიცებთ თქვენს სიმართლეს. უმეტესობა იმას ფიქრობს, რაც ზემოთ დავწერე – აბა, როგორ შეეკამათები? ამიტომ, ცოტა ხანი გაუძელით, ვიდრე დაგვავიწყდება და ცეცხლი ოლიგარქიას”, – დასძენს ის.

ცნობისთვის, გუშინ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანამხადაც, “სოფლის ნობათის” რძის ნიმუშებში აფლატოქსინი გამოვლინდა. სეს-ი მომხმარებელს მოუწოდებს, არ გამოიყენონ კონკრეტული გამოშვების რძე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *