“ეს პერიოდი საკმაოდ არასტაბილურია, რაც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის პირველი მტერია” – “ნიკოლი”

“ეს პერიოდი საკმაოდ არასტაბილურია, რაც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის პირველი მტერია” – “ნიკოლი”

“ეს პერიოდი საკმაოდ არასტაბილურია, რაც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის პირველი მტერია” – “ნიკოლი”

საბავშვო ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ქართული ბრენდის “ნიკოლი” მმართველი პარტნიორის, ნიკა ნიკოლაშვილის განცხადებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მიმდინარე პერიოდი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ვინაიდან პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით ბაზარზე არასტაბილური გარემოა. ამის შესახებ მან BMGTV-ს გადაცემაში “საქმიანი დილა” ისაუბრა.

მისი თქმით, ბიზნესი პოლიტიკას რაც არ უნდა გაემიჯნოს, ის კომპანიის გაყიდვებზე მაინც აისახება, რაც მომხმარებლების სამომხმარებლო ხარჯების შემცირებითაა განპირობებული.

„ეს პერიოდი საკმაოდ არასტაბილურია, რაც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის პირველი მტერია. თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ ამასაც გადავლახავთ. პოლიტიკას რაც არ უნდა გავემიჯნოთ, მას გავლენა მაინც აქვს და ჩვენს გაყიდვებზე ისახება. როდესაც ქვეყანაში მსგავსი არასტაბილური გარემოა, სამომხმარებლო ხარჯი მნიშვნელოვნად იკლებს. შესაბამისად, ჩვენც მოწყვლადი ჯგუფები ვართ ამ პრობლემასთან.

ექსპორტს რაც შეეხება, ის კომპლექსური საკითხია. დაწყებული ფასიდან, ლოგისტიკური საკითხებით დამთავრებული. ეს არის პროცესი, რომელთანაც მუდმივად გვიწევს ბრძოლა, თუმცა ამ გამოწვევების მიუხედავად, ვფიქრობ, რომ “ნიკოლიმ” კარგი შედეგები დადო. აღმოვაჩინეთ რამდენიმე სხვა ბაზარი, რომელზედაც მანამდე კონცენტრირებული არ ვიყავით, როგორიცაა მაგალითად ჩინეთის ბაზარი. 2024 წელს, ექსპორტზე ჩინეთში გავედით. პარტნიორი ფლორენციის გამოფენაზე გავიცანით, რომელიც ჩვენი პროდუქციით დაინტერესდა და 2 თვეში უკვე TAOBAO-ს პლატფორმაზე იყიდებოდა. ამის შემდეგ ვიფიქრეთ, რომ ამ ბაზარზე პოტენციალია, დეკემბერში უკვე ქალაქ შენჟენში გამოფენაზე მივიღეთ მონაწილეობა და შემიძლია ვთქვა, რომ შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა. იქ ასევე შესაძლებელია პროდუქციის რეალიზაციაც და შეიძლება გამოფენების ჩვენ სარეალიზაციო წყაროდ დამატებაც. შესაბამისად, ამ მიმართულებით ვფიქრობთ, რომ განვვითარდებით“, – ამბობს კომპანიის მმართველი პარტნიორი.

ნიკა ნიკოლაშვილი ეთერში ასევე “თიბისის” იმ მნიშვნელოვან კონტრიბუციაზე საუბრობს, რომელიც ბანკმა კომპანიის დაარსების წამიდან განახორციელა და განვითარებაში დაეხმარა.

„საწყის ეტაპზევე “თიბისის” დახმარება მივიღეთ, რადგან ძალიან მცირე კაპიტალით დავიწყეთ წარმოება. შესაბამისად, საწყის ეტაპზევე “თიბისის” სტარტაპ სესხით შევძელით, რომ საწარმოო პროცესი აგვემუშავებინა და სასურველი პროდუქტი მიგვეღო. განვითარების ყველა ეტაპზე თიბისი ბანკი მოგვყვებოდა და მისი მხარდაჭერა გადამწყვეტი იყო. დღეს უკვე 3 სავაჭრო ობიექტი გვაქვს დედაქალაქში და ერთი ბათუმში. თუმცა, ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ და კიდევ ახალი ობიექტების დამატებაც იგეგმება“, – აცხადებს ნიკოლაშვილი.

რაც შეეხება ზრდასრული ადამიანებისთვის ტანსაცმლის ნიკოლის ბრენდის ქვეშ წარმოებას, კომპანიის მმართველი პარტნიორი ამბობს, რომ ბრენდის ქვეშ ჩვენ ზრდასრული ადამიანების ტანსაცმლის წარმოება არ იგეგმება, რადგან ის ბავშვის ხაზია. თუმცა, კომპანიას საკუთარი კორპორაციული ხაზი აქვს, სადაც სხვადასხვა კომპანიებსა თუ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ბრენდულ უნიფორმებს უკერავს.

ინფორმაციისთვის, საბავშვო ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ქართული ბრენდი, “ნიკოლი” საქართველოს ბაზარზე 2017 წელს გამოჩნდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *