“ეს ჩემი ჰობია… ვნახოთ, რამდენად გამოგვივა” – რა პროექტზე იმუშავებს კალაძის “კალა კაპიტალ თბილისი

“ეს ჩემი ჰობია… ვნახოთ, რამდენად გამოგვივა” – რა პროექტზე იმუშავებს კალაძის “კალა კაპიტალ თბილისი

“ეს ჩემი ჰობია… ვნახოთ, რამდენად გამოგვივა” – რა პროექტზე იმუშავებს კალაძის “კალა კაპიტალ თბილისი”?

“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი და თბილისის მერი მისი ახლად დაფუძნებული კომპანიის საქმიანობად მისი ბავშვობის ჰობის განხორციელებას ასახელებს და ამბობს, რომ ის ამ პროექტს ახალგაზრდებთან ერთად განახორციელებს.

“ძველი ავტომობილების რესტავრაცია და საერთაშორისო არენაზე მათი გაყვანა” – ასეთია “კალა კაპიტალ თბილისის” პროექტი, რომელსაც თბილისის მოქმედი მერი აანონსებს. “ეს ჩემი ჰობია… ვნახოთ, რამდენად გამოგვივა”, – ამბობს კალაძე ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, რომელიც ახალი კომპანიის საქმიანობას შეეხებოდა.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ეს მისი დაფუძნებული პირველი კომპანია არ არის.

“თვითონ საქმიანობის იდეაში რაც გვაქვს, ეს საპილოტე პროექტია – ვნახოთ, რამდენად გამოსვლადი იქნება. ეს არის ჩემი ჰობი, გატაცება იყო ბავშვობიდან, ახალგაზრდებთან ერთად ვაპირებ ამ პროექტის განხორციელებას, არ ვიცი, რამდენად გამოგვივა – ძველი ავტომობილების რესტავრაცია და საერთაშორისო არენაზე მათი გაყვანა. საკმაოდ ნიჭიერი ახალგაზრდები იქნებიან ჩართულები და ვნახოთ, რამდენად გამოგვივა”, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა კახა კალაძემ ახალი კომპანია „კალა კაპიტალ თბილისი“ მაისში დააფუძნა, 4 ივნისს კი, კომპანიის დირექტორის ცვლილებაზე შეიტანა განაცხადი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *