ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელი ქვეყნის მასშტაბითაა ხელმისაწვდომი!

ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელი ქვეყნის მასშტაბითაა ხელმისაწვდომი!

თუკი ოქროს, ვერცხლის და ბრილიანტის ლომბარდი, ვალუტის გაცვლა ან გზავნილების მიღებ-გაგზავნა გჭირდებათ, მაშინ აუცილებლად უნდა ისარგებლოთ ექსპრეს ლომბარდის მომსახურებით, რომელიც საქართველოს მასშტაბითაა ხელმისაწვდომი. სერვისების მრავალფეროვნებასთან ერთად, ექსპრეს ლომბარდში საუკეთესო პირობებს და ნივთების შეფასების უმაღლეს სტანდარტებს მიიღებთ.

რაც მთავარია, ექსპრეს ლომბარდის ფილიალებში ნივთების შეფასება თანამედროვე ტექნოლოგიებით, მაღალკვალიფიციური, სერტიფიცირებული სპეციალისტების მიერ ხორციელდება, რაც საშუალებას იძლევა, რომ ნივთი არ დაზიანდეს, არ გაიქლიბოს და მას არ დაეკარგოს თავდაპირველი სახე. მაქსიმალური სიზუსტისთვის, ექსპრეს-შემფასებლები სპეციალურ სწავლებას გადიან, რათა ყოველთვის სწორი შეფასება გააკეთონ და ჩაბარებულ ნივთს ზიანი არ მიაყენონ.

ამასთან, ექსპრეს ლომბარდში დარწმუნებული შეგიძლიათ იყოთ, რომ თქვენი ნივთების სანაცვლოდ ყოველთვის მაღალ შეფასებას მიიღებთ. შეგიძლიათ თავადვე, სახლიდან გაუსვლელად შეამოწმოთ, თუ რა მოცულობის თანხას მიიღებთ ექსპრეს ლომბარდის ონლაინ კალკულატორის დახმარებით. რაც მთავარია, უფლება გაქვთ სესხის მომსახურების მოქნილი გრაფიკი აირჩიოთ და გადახდები ყოველთვიურად ან 3 თვეში ერთხელ განახორციელოთ.

საქართველოს დიდ ქალაქებში ექსპრეს ლომბარდში თანხის მიღებას 24 საათის განმავლობაში, კვირის ნებისმიერ დღეს შეძლებთ, ხოლო რეგიონებში მომსახურების მიღება ყოველდღიურად, 9:00-დან 21:00 საათამდეა შესაძლებელი. ფილიალში მისულს დაგხვდებათ მშვიდი, თანამედროვე, პრივატული და მყუდრო გარემო, სადაც მარტივად შეძლებთ, მიიღოთ საჭირო მომსახურება, თანაც ამისათვის შემოსავლების დადასტურება არ არის საჭირო და მხოლოდ პირადობის მოწმობის წარმოდგენაა საკმარისი.

სალომბარდე სესხის გარდა, თუკი უცხოეთიდან თანხის მიღებას ელოდებით ან პირიქით – საზღვარგარეთ ფულის გაგზავნა გსურთ, შეგიძლიათ ექსპრეს ლომბარდის გზავნილით ისარგებლოთ.

ამასთან, ექსპრეს ლომბარდს შეგიძლიათ ვალუტის გადაცვლის მიზნითაც ეწვიოთ, რადგან იქ ყოველთვის ხელსაყრელი კურსია ხელმისაწვდომი, რომელსაც ვებგვერდზე მარტივად ნახავთ.

მოცემული უპირატესობების გათვალისწინებით, ექსპრეს ლომბარდი საუკეთესო არჩევანს წარმოადგენს და ამაში თავადაც შეგიძლიათ დარწმუნდეთ.

თუკი ექსპრეს ლომბარდთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვები გაქვთ, ცხელი ხაზი (032 2 393939) 24 საათის განმავლობაში დაგეხმარებათ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *