ვაკანსიების კლების მიზეზი, სავარაუდოდ, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებია – PMCG

2025 წლის აპრილში jobs.ge-ზე 6 577 ვაკანსია გამოქვეყნდა – დასაქმების თრექერი

2024 წლის ბოლოსა და 2025 წლის დასაწყისში ვაკანსიებმა კლება დაიწყო, რისი მიზეზიც, სავარაუდოდ, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებია. ამის შესახებ პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფის (PMCG) შრომის ბაზრის მიმოხილვაშია აღნიშნული.

2025 წლის პირველ კვარტალში jobs.ge-ზე 17 900 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც წლიურად 16%-იანი კლებაა.

“პანდემიის შემდეგ ვაკანსიების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა 2024 წლის ბოლოს და 2025 წლის დასაწყისში კლების ტენდენცია შეიძინა, რაც, სავარაუდოდ, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით არის გამოწვეული”, – წერია პუბლიკაციაში.

მიმოხილვის მიხედვით, ვაკანსიების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა 2019 წელს წინა წელთან შედარებით, თუმცა COVID-19-ის პანდემიის გამო, 2020 წელს შემცირება დაიწყო. დასაქმების ბაზარი სწრაფად აღდგა 2021 წელს და 2022 წლიდან სტაბილური, მაგრამ შენელებული ზრდა განაგრძო.

აღსანიშნავია, რომ დასაქმების ბაზარი სეზონურობით ხასიათდება, კერძოდ, ვაკანსიების რაოდენობა, როგორც წესი, პიკს აღწევს II კვარტალსა და III კვარტალში, ხოლო დანარჩენ კვარტალებში კლებულობს.

2024 წელს ყველაზე მეტი ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვებისა და შესყიდვების (20%), ადმინისტრაციისა და მენეჯმენტისა (19%) და ფინანსებისა და სტატისტიკის (15%) კატეგორიებში”, – წერია მიმოხილვაში.

“უმუშევრობის დონე კვლავ თითქმის 2-ჯერ აღემატება EU-ის საშუალოს” – PMCG-ის შრომის ბაზრის მიმოხილვა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *