“ვარნა-ბათუმის საბორნე მიმოსვლის ბუმია” – ვარნას პორტის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი

“ვარნა-ბათუმის საბორნე მიმოსვლის ბუმია” – ვარნას პორტის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი
ვარნას პორტის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელის ტიჰომირ თოდოროვის განცხადებით, ბოლო ორი თვის მონაცემები იმაზე მეტყველებს, რომ ვარნა-ბათუმის საბორნე მიმოსვლის ბუმია. როგორც თოდოროვმა bm.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა, საბორნე სერვისი ტვირთის გარდა, 500-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა.

აღსანიშნავია, რომ ბულგარეთის ქალაქ ვარნასა და ბათუმს შორის შერეული სარკინიზო/საავტომობილო საბორნე მიმოსვლა 2025 წლის იანვრიდან, უკრაინულმა სანაოსნო კომპანია, Укрферрі-მ აღადგინა. საბორნე გემი Vilnius-ი, კვირაში ერთხელ ახორციელებს გადაზიდვებს და გადაყვანებს. მას ორ ქალაქს შორის მარშრუტის დასაფარად 60-დან 64 საათამდე სჭირდება.

“ამ მომენტისთვის ბათუმის პორტსა და ვარნას შორის საბორნე მომსახურება გვაქვს. მიმდინარე წლის დასაწყისიდან ამ მხრივ მოცულობის ბუმია. მხოლოდ ბოლო ორ თვეში ვარნას საბორნე სერვისი 500-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა. ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ ვცდილობთ, რომ გავზარდოთ ჩვენი შესაძლებლობები ვარნას პორტში, დავნერგეთ ციფრული ტექნოლოგიები მონაცემთა მიმოცვლის პროცესში, ვცდილობთ ტვირთის გადმოტვირთვის ტექნოლოგიების მოდერნიზებას, ასე რომ, ყველაფერს ვაკეთებთ გავზარდოთ ჩვენი შესაძლებლობები”, – განაცხადა ვარნას პორტის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელმა.

ცნობისთვის, ვარნას მიმართულებით ქართული სანაოსნო კომპანია E60 Shipping Line-ც ახორციელებს საქართველოდან საბორნე მიმოსვლას, თუმცა, ის ფოთიდან სარკინიგზო გადაზიდვებს უზრუნველყოფს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *