ვაჭრობის სექტორმა დაღმასვლის ტრენდი “გადააგორა”, მაგრამ დადებითი ტემპის შენარჩუნება გაუჭირდებ

ვაჭრობის სექტორმა დაღმასვლის ტრენდი “გადააგორა”, მაგრამ დადებითი ტემპის შენარჩუნება გაუჭირდებ

ვაჭრობის სექტორმა დაღმასვლის ტრენდი “გადააგორა”, მაგრამ დადებითი ტემპის შენარჩუნება გაუჭირდება – ხიშტოვანი

“ვაჭრობამ, ბოლო ერთი წლის დაღმასვლის ტრენდი „გადააგორა“, ახლა, საინტერესოა, რამდენად გაგრძელდება ეს დინამიკა” – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი BAG ინდექსის II კვარტალის ბიზნეს კლიმატის შეფასებისას აღნიშნავს. ხიშტოვანის ვარაუდით, ვაჭრობის სექტორის დადებითი დინამიკა დიდწილად, ბოლო პერიოდის, ძალიან აგრესიული სარეკლამო კამპანიების, აქციებისა და სხვა ტიპის შეთავაზებების შედეგია და ამ ტემპის შენარჩუნება ამ სექტორს ძალიან გაუჭირდება.

საქმე ისაა, რომ BAG ინდექსის თანახმად, 2025 წლის II კვარტალში I კვარტალთან შედარებით, ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი ვაჭრობის სექტორის გარდა, ყველგან გაუარესდა (მომსახურების, მშენებლობის და მრეწველობის სექტორები).

“როგორც ჩანს, 2025 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, ძალიან კარგი შედეგი ჰქონდა ვაჭრობის სექტორს, განსაკუთრებით, გაყიდვების ნაწილში; ასევე, აღსანიშნავია, რომ ამ სექტორის მხოლოდ 7% აფიქსირებს მოთხოვნის სიმცირეს როგორც არსებულ გამოწვევას; საინტერესოა, რომ ფასებზე კითხვისას, ვაჭრობის სექტორში, მხოლოდ 13%-მა აღნიშნა, რომ ამ კვარტალში ფასები გაზარდა და ამავე დროს, 9%-მა ფასების შემცირება დააფიქსირა”, – წერს ხიშტოვანი.

ეკონომისტი სხვა სექტორებსაც ეხება და აცხადებს, რომ ქვეყანაში ბიზნეს კლიმატის გაუარესების ნელი პროცესი გრძელდება. ის ასევე ორ მოსალოდნელ სავარაუდო სცენარს განიხილავს:

– ოპტიმისტური სცენარია, რომ არსებულ მდგომარეობაზე დასტაბილურდება (ანუ, შეფასების ქულების მხრივ, 30-35 ქულის დონეზე შენარჩუნდება). ამისთვის საჭიროა, რომ ვაჭრობის სექტორის და მშენებლობის სექტორის მოლოდინები გამართლდეს და აღმასვლა გაგრძელდეს/დაიწყოს; მრეწველობა, გამოვიდეს ცუდი მდგომარეობიდან და მომსახურების სექტორმა დაღმასვლის ტრენდი შეცვალოს თუნდაც ნელი აღმასვლით.

– პესიმისტური სცენარია, რომ ვაჭრობის ამ კვარტალის მდგომარეობა აღმოჩნდეს დროებითი მოვლენა, მშენებლობის სექტორის იმედები, რომ მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება არ გამართლდეს, ხოლო მრეწველობასა და მომსახურებაში გაგრძელდეს სტაგნაციის ტრენდი. ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, შემდეგ კვარტალში ბიზნესკლიმატის გაუარესებას და შესაბამისი ქულის 20-30 შუალედში ჩამოსვლას უნდა ველოდოთ”.

მისივე თქმით, სავარაუდო უფრო მეტად, მეორე – პესიმისტური სცენარია.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *