ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული.
„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ვახტანგ გომელაური გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დღეს, 17:00 საათზე მივა.
ვახტანგ გომელაური ჩორჩანას ეპიზოდის დროს, 2019 წლის აგვისტოს მდგომარეობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა.