საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ქართველ ხალხს მიმართავენ და კიდევ ერთხელ ადასტურებენ საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას.
“მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებს. ეს მისწრაფებები გამოხატავს მათ სურვილს იყვნენ ევროპული ოჯახის ნაწილი. ამიტომ ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედებას, რომლებმაც გამოიწვია დემოკრატიის უკუსვლა და თავდასხმებს სამოქალაქო საზოგადოებაზე, მედიასა და ხელისუფლების კრიტიკოსებზე.
გამოხატვის და შეკრების თავისუფლება დაცული უნდა იყოს, ხოლო ცნობები მასობრივ ძალადობაზე გამოძიებული უნდა იქნეს. კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებს, უნდა შეიცვალოს და განახლდეს მეტად საჭირო რეფორმების პროცესი. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აღადგინოს დიალოგი ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან. ქართველ ხალხს არ უნდა წაერთვას შესაძლებლობები, რაც დაკავშირებულია ქვეყნის ევროპულ გზასთან”, – წერია საერთო განცხადებაში.
განცხადებას გამოეხმაურა, “ქართული ოცნების” ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარე შელვა პაპუაშვილი და სამარცხვინო უწოდა.
“სამარცხვინო თავდასხმა ქართველ ხალხზე და ქართულ სახელმწიფოზე მისი ეროვნული დღესასწაულის დღეს”.