“ის, რაც ეკუთვნის ხალხს, დარჩება ხალხთან!ევროპული არჩევანი, ეროვნული არჩევანია! ვიბრძოლებთ და დავიცავთ ამ მონაპოვარს ბოლომდე”, – წერს ხაზარაძე.
ცნობისთვის, “ქართული ოცნების” დეპუტატის და პარლამენტის ვიცესპიკერის ნინო წილოსანის თქმით, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა ნამდვილად არის კომფორტი, მაგრამ ეს კომფორტი “ოცნების” მმართველობისას მიღებული დამსახურებაა.
ამასთან, გუშინ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მას უვიზო მიმოსვლაზე, საქართველოსთან დაკავშირებით რაიმე ნეგატიური გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი არ აქვს.
ევროკავშირს ამჟამად უვიზო რეჟიმი აქვს 61 ქვეყანასთან, მათ შორის საქართველოსთან. ამ ქვეყნების მოქალაქეებს შეუძლიათ, უვიზოდ იმოგზაურონ შენგენის ზონაში 90 დღით, 180 დღის განმავლობაში. საქართველომ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციას 2017 წლის მარტში მიაღწია.