ვინ მოხვდა გერმანიის ახალ მთავრობაში?

ვინ მოხვდა გერმანიის ახალ მთავრობაში?
ბერლინში ახალი კოალიცია ყალიბდება. ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, სავაჭრო დაძაბულობისა და გერმანიის ეკონომიკის შესუსტების ფონზე ახალ მოკავშირეებს იძენს.

მერცის კონსერვატიულმა ბლოკმა მთავრობაში თავისი კანდიდატები 28 აპრილს წარადგინა, თუმცა მემარცხენე-ცენტრისტული სოციალ-დემოკრატები თავიანთ კანდიდატურას ფინანსთა და თავდაცვის მინისტრების პოზიციაზე, მოგვიანებით წარადგენენ.

კოალიცია ქვეყნის მართვას 6 მაისიდან შეუდგება, ახალი მთავრობა კი ჯერჯერობით ასე გამოიყურება:

ეკონომიკის მინისტრი – კატერინა რიჩი – 51 წლის რიჩი რეგიონული ენერგოინფრასტრუქტურის კომპანია Westenergie-ს აღმასრულებელი დირექტორია. თვითონ კომპანია ევროპის ენერგეტიკული ქსელის უმსხვილესი ოპერატორის E.ON-ის დივიზიაა. რიჩი ასევე სამეთვალყურეო საბჭოს წევრია გერმანულ კომპანია Schaeffler-სა და შვედურ ენერგოკომპანია Ingrid Capacity-ში. გერმანიის პარლამენტის წევრი 1998-2015 წლებში.

საგარეო საქმეთა მინისტრი – იოჰან ვეიდპული – 62 წლის ვეიდპული გერმანიის წამყვანი დიპლომატის როლზე ანალენა ბერბოკს ჩაანაცვლებს.

შინაგან საქმეთა მინისტრი – ალექსანდერ დობრინტი – 54 წლის პოლიტიკოსი 2013-2017 წლებში, ანგელა მერკელის კანცლერობის პერიოდში, ტრანსპორტის მინისტრი იყო. ბუნდესტაგის პარლამენტის წევრია 2002 წლიდან.

კანცელარიის შტაბის უფროსი – თორსტენ ფრეი – მერცის მარჯვენა ხელი, 51 წლის პოლიტიკოსი, რომელიც ბუნდესტაგში მანდატს 2013 წლიდან იკავებს.

ციფრული მინისტრი – კარსტენ ვაილდბერგერი – 55 წლის, გერმანული ტექკომპანია Ceconomy-ის აღმასრულებელი დირექტორი პოზიციას ტოვებს და მთავრობაში მოდის.

ტრანსპორტის მინისტრი – პატრიკ შნაიდერი – 56 წლის. გერმანული პარლამენტის წევრი 2009 წლიდან.

ჯანდაცვის მინისტრი – ნინა ვარკენი – 45 წლის. პარლამენტის წევრი 2013 და 2017 წლებში. ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრია 2018 წლიდან.

განათლებისა და ოჯახის მინისტრი – კარინ პრიენი – 59 წლის პოლიტიკოსი ქვეყნის მართვის ფედერალურ დონეზე გადაინაცვლებს. იგი ჩრდილოეთ გერმანიაში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის რეგიონულ სამინისტროს 2017 წლიდან უძღვება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *