ილონ მასკი, ისევე, როგორც მისი მოადგილე, The Boring Company-ის გენერალური დირექტორი, სტივ დევისი, რომელიც ასევე გადადგა, მთავრობის სპეციალური თანამშრომლის სტატუსს ფლობდნენ. კანონის თანახმად, ეს სტატუსი ადამიანს დასაქმების დროებით საშუალებას აძლევს, რომელიც კალენდარული წლის განმავლობაში 130 დღის განმავლობაში მოქმედებს. ამგვარად, DOGE-დან მასკის და დევისის წასვლა, შესაძლოა, ფორმალობა იყოს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო დონალდ ტრამპთან შესაძლო დაპირისპირებასთან.
გამომდინარე იქიდან, რომ DOGE-ის მენეჯმენტს ორი მთავარი აღმასრულებელი ტოვებს, უწყების ბედის პროგნოზირება რთულია, რადგან აშშ-ის მთავრობის ფედერალური ბიუჯეტის შემცირებაზე პასუხისმგებელ პირებად, სავარაუდოდ, თეთრი სახლის თანამშრომლები და ფედერალური სააგენტოები დაინიშნებიან, რადგან DOGE-ის მართვას, ფორმალურად, დონალდ ტრამპი და მისი კაბინეტის წევრები გადაიბარებენ.
ილონ მასკის შემცვლელად გლობალურ მედიაში რამდენიმე ადამიანი არის დასახელებული, მათ შორის DOGE-ის ადმინისტრატორი, ემი გლისონი და დონალდ ტრამპის მრჩეველი, პრეზიდენტის მიმდინარე წლის პროგრამის ავტორი და თეთრი სახლის მენეჯმენტის და ბიუჯეტის ოფისის დირექტორი, რასელ ვოტი. კონკრეტულად ვინ ჩაიბარებს DOGE-ის ყოველდღიურ მენეჯმენტს, ამ დროისთვის, უცნობია, მაგრამ, როგორც მასკი ამბობს, ის მზადაა უწყების არაფორმალურ მრჩევლად დარჩეს.