„ვირტუს ბოლონია“ სერია ა-ს ფინალში გავიდა. თორნიკე შენგელიას ლიდერობით ბოლონიელებმა „ოლიმპია მილანოს“ 84-78 დაამარცხეს და სერიაში ანგარიშით 3-1 მოიგეს.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი მოედანზე საუკეთესო იყო. შენგელიამ 27 წუთში 25 ქულა, 10 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. მან 11-დან 8 ორ ქულიანი, 1-დან 1 სამ ქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. შედეგად, ორმაგი დუბლი შეასრულა.
„ვირტუსი“ ფინალში „ბრეშას“ შეხვდება. სერია 3 მოგებამდე გაგრძელდება.