“ვლადიმერ პუტინთან საუბარმა კარგად ჩაიარა” – ტრამპი

“ვლადიმერ პუტინთან საუბარმა კარგად ჩაიარა” – ტრამპი
“რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარმა კარგად ჩაიარა”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ წერს.

ტრამპმა ასევე თქვა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყება.

ვფიქრობ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარმა ძალიან კარგად ჩაიარა. რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. პირობების შესახებ მოლაპარაკებები მხარეებს შორის გაიმართება, რადგან მხოლოდ მათ იციან მოლაპარაკებების დეტალები, რაც სხვებისთვის უცნობია. ეს რუსეთისთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა, დიდი რაოდენობის სამუშაო ადგილებისა და სიმდიდრის შესაქმნელად. ასევე, უკრაინას შეუძლია ვაჭრობით დიდი სარგებელი მიიღოს, საკუთარი ქვეყნის აღდგენის პროცესში“, – აღნიშნავს აშშ-ის პრეზიდენტი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *