რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე ისაუბრა რუსეთ-უკრაინისა და ისრაელ-ირანის კონფლიქტზე, მესამე მსოფლიო ომის საშიშროებაზე, ნაციონალიზაციაზე. ვლადიმერ პუტინი უკრაინელ და რუს ხალხს ერთ ხალხად მიიჩნევს, და ამ გაგებით მთელ უკრაინას რუსეთის საკუთრებად. მისი გადმოცემით, მათ (რუსეთს) არასდროს დაუყენებია ეჭვქვეშ უკრაინელი ხალხის უფლება დამოუკიდებლობისადმი და სუვერენიტეტისადმი. “ჩვენ გვაქვს ძველი წესი – სადაც რუსი ჯარისკაცის ფეხი დგას, ის მიწა ჩვენია.” “ჩვენ არ მოვითხოვთ უკრაინის კაპიტულაციას. ჩვენ მოვითხოვთ რეალობის აღიარებას,”— ამბობს 72 წლის პრეზიდენტი, რომელიც უკვე 21 წელია მართავს რუსეთის ფედერაციას. “1991 წლის უკრაინის დამოუკიდებლობის დეკლარაციაში უკვე აღნიშნული იყო, საფუძვლები რომლის მიხედვითაც უკრაინა გახდა დამოუკიდებელი და სუვერენული, აქ თეთრად და შავადაა გაწერილი უკრაინა არავისთან არის სამხედრო ალიანსში, არის ნეიტრალური სახელმწიფო. კარგი იქნებოდა, რომ დავუბრუნდეთ ამ ფუნდამენტურ მნიშვნელობებს.” “ჩვენ ყოველთვის ვპასუხობთ ჩვენს გარშემო შექმნილ მუქარებს სიკეთით.” ისრაელ-ირანის ომის შესახებ რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ყველანაირი საუბარი ირანის ლიდერის ალი ხამენეის შესაძლო ლიკვიდირებაზე არის რიტორიკული. მისი გადმოცემით, რუსეთის ფედერაცია ყოველთვის მხარს უჭერდა ყველა ქვეყნის უსაფრთხოებას კომპრომისის გარეშე. ის ამ კონფლიქტში მხარს უჭერს ირანს და ადამიანებს, რომლებიც რუსეთს არასაიმედო მოკავშირედ აცხადებს, უწოდებს პროვოკატორებს. მესამე მსოფლიო ომის საფრთხეზე საუბრისას, ვლადიმერი პუტინი ამბობს, რომ დამწუხრებულია. მისი თქმით, ხუმრობის გარეშე, კონფლიქტები იზრდება და მესამე მსოფლიო ომის პოტენციალი უკვე არსებობს.
ვლადიმერ პუტინი: მიწა, რომელზეც რუსი ჯარისკაცის ფეხი დგას, ჩვენია
