ვოლოდიმირ ზელენსკი “დიდი შვიდეულის” სამიტზე ჩავიდა

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი “დიდი შვიდეულის” სამიტზე ჩავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ზელენსკი “დიდი შვიდეულის” ლიდერების სპეციალურ სხდომაზე მიიღებს მონაწილეობას სახელწოდებით “ძლიერი და სუვერენული უკრაინა”.

ამის გარდა, უკრაინის პრეზიდენტს შეხვედრები აქვს დაგეგმილი ემანუელ მაკრონთან (საფრანგეთის პრეზიდენტი), კირ სტარმერთან (დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი), ანტონიო კოშტასთან (ევროპული საბჭოს პრეზიდენტი), ურსულა ფონ დერ ლაიენთან (ევროკომისიის პრეზიდენტი), ლუის ინასიო ლუის დე სილვასთან (ბრაზილიის პრეზიდენტი), მარკ რუტესთან (ნატოს გენერალური მდივანი), ჯორჯა მელონისთან (იტალიის პრემიერ-მინისტრი) და ნარენდრა მოდისთან (ინდოეთის პრემიერ-მინისტრი).

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *