ვფიქრობ, უახლოეს დღეებში გვექნება ბერსესთან საუბრის საშუალება – კობახიძე

ვფიქრობ, უახლოეს დღეებში გვექნება ბერსესთან საუბრის საშუალება – კობახიძე
“ქართული ოცნების” პრემიერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან ალან ბერსესთან საუბარს გეგმავს.

“პირადად მასთან მქონდა საუბარი დეკემბერში და ვფიქრობ, რომ უახლოეს დღეები გვექნება კიდევ ერთხელ საუბრის საშუალება. რა ფორმით და რა თემებზე ამაზე საზოგადოებას მოგვიანებით გავაცნობთ”, – განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს.

ბერსე თბილისში 2024 წლის დეკემბერში იმყოფებოდა და შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ „ქართული ოცნებასთან” შეთანხმდა ე.წ რუსულ კანონზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნებოდა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოში არსებულ სიტუაციაზე დებატები და „ქართული ოცნების“ დელეგაციის უფლებამოსილების საკითხზე კენჭისყრა ხვალ, 10 აპრილს გაიმართება. 29 იანვარს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა სტრასბურგში მას შემდეგ განაცხადა, რაც PACE-მ საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუცია მიიღო. მანამდე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო კრიტიკული რეზოლუცია, რომლითაც მოითხოვა ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *