ვქმნით საერთაშორისო კალენდარს, რომლის მიხედვითაც პარტნიორებს ჩვენს პოზიციებს მივაწვდით – ზურა

დაკავებების ახალი ტალღა აბსურდის ახალ სიმაღლეებს აღწევს – სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს მე-5 პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, დღეს ახალი კოორდინაციის, წინააღმდეგობის პლატფორმის მეორე შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ოპოზიციური პარტიები და პრეზიდენტი რამდენიმე საკითხზე შეჯერდნენ.

დღის წესრიგში დღეს კიდევ ორი სხვა თემა გვქონდა – ერთი შიდა მექანიზმები, რომელიც ნელ-ნელა უნდა ჩამოყალიბდეს. გვაქვს რამდენიმე მოსაზრება – შევქმნით ერთიან საერთაშორისო კალენდარს იმისთვის, რომ ჩვენი პოზიციები დროულად იქნეს მიწოდებული სხვადასხვა ლიდერებთან თუ პარლამენტებთან, როგორც კოორდინაციის პოზიციები. ეს არ იქნება ჩვეულებრივი ნიუსლეთერი, არამედ პარტნიორებთან ჩვენი პოლიტიკური პოზიციების დროულად გაჟღერება. პირველი ასეთი შემთხვევაა ევროპული საბჭოს ასამბლეის 7 აპრილის სესია, რომლისთვისაც პოლიტიკური პარტიები ემზადებიან და იქაც, ადგილზეც მიმდინარეობს კოორდინაცია”, – განაცხადა ზურაბიშვილმა და აღნიშნა, რომ მათი გადაწყვეტილებით შეიქმნება ასევე საკომუნიკაციო ჯგუფის, რომელიც უფრო მარტივად გაავრცელებს გადაწყვეტილებებს კოორდინაციის შესახებ, რათა ის ყველასთვის გასაგები და ხელმისაწვდომი იყოს

საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, პროევროპული პარტიების მონაწილეობით შექმნილმა წინააღმდეგობის პლატფორმამ მორიგი შეხვედრა გამართა. ზურაბიშვილის განცხადებით, მასში შემავალი პარტიები შეთანხმდნენ, რომ ივანიშვილის პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

„ეს არის პლატფორმა, რომელიც ღიაა ყველა იმ პროევროპული პარტიისთვის ან იმ პარტიისთვის, რომელიც ახლო მომავალში შეიქმნება; რომლებიც იზიარებენ ჩვენს მთავარ პრიორიტეტებს, რომელიც არის ერთი – ახალი არჩევნები და არა სხვა რომელიმე მოთხოვნა და მეორე – სინდისის პატიმრების გათავისუფლება. როგორც პროევროპული პარტიები, ისინი, ასევე იზიარებენ „ქართულ ქარტიას“. ეს არის ის სამი მოცემულობა, რომელიც ქმნის და რომელიც უხსნის გზას პარტიებს, რომ ამ პლატფორმაში შემოვიდნენ.

კოორდინაციამ დღეს განიხილა ერთი აქტუალური თემა, რომელიც არის ე.წ. საგამოძიებო კომისიის საქმიანობა და იქ ადამიანების დაბარება. ჩვენ დავაფიქსირეთ კოორდინაციის პოზიცია, რომ არცერთი აქ შემავალი პოლიტიკური პარტია არ მიიღებს მონაწილეობას ამ კომისიაში. ერთი მხრივ, ეს კომისია არის სრულად არალეგიტიმური, როგორც არალეგიტიმური პარლამენტის მიერ შექმნილი. მეორე მხრივ, ეს კომისია ემსახურება, მხოლოდ და მხოლოდ, რუსულ ინტერესებს. არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისთვის, რომ ვინმემ მიიღოს მონაწილეობა. ეს კომისია ემსახურება იმას, რომ შიში დაითესოს. ახლა პირდაპირ მიზანში ამოღებულები არიან პოლიტიკური ლიდერები, რომ ხალხში გავრცელდეს ის აზრი, რომ „ყველას მოგწვდებით და ყველა სამიზნეში ხართ“. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამას ვინმე უნდა დაექვემდებაროს და შიში გაავრცელოს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *