ზამთარში ჩასახულ ბავშვებს ზრდასრულობაში ჭარბწონიანობის პრობლემა ნაკლებად ექმნებათ – კვლევა

ზამთარში ჩასახულ ბავშვებს ზრდასრულობაში ჭარბწონიანობის პრობლემა ნაკლებად ექმნებათ – კვლევა

იაპონიაში ჩატარებული კვლევის თანახმად, ზამთარში ჩასახული ბავშვების შემთხვევაში, ნაკლებია იმის ალბათობა, რომ ისინი ზრდასრულბისას ჭარბწონიანობის პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან.

ტოჰოკუს უნივერსიტეტის მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ეს ფაქტი ასახავს შესაძლო კავშირს ჩასახვის სეზონსა და გრძელვადიან მეტაბოლიზმს შორის.

ადამიანის ორგანიზმში ორი სახის ცხიმია: თეთრი და ყავისფერი. თეთრი ცხიმი ინახავს ენერგიას, ხოლო ყავისფერი ცხიმის ფუნქცია, სხეულის გასათბობად, სითბოს გამომუშავებაა. ყავისფერი ცხიმოვანი უჯრედის ზრდა და გააქტიურება უზრუნველყოფს კუნთების მასის ზრდას და ხელს უშლის წონაში მატებას. იაპონიაში ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ აღნიშნული უჯრედები უფრო აქტიური სწორედ ცივ თვეებში ჩასახულ ადამიანებშია.

კვლევაში 18-დან 29 წლამდე ასაკის 356 მამაკაცი მონაწილეობდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *