ზელენსკი აცხადებს, რომ ხუთშაბათს პუტინს სტამბოლში პირადად დაელოდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ხუთშაბათს, 15 მაისს ვლადიმერ პუტინს სტამბოლში პირადად დაელოდება. როგორც ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, მას იმედი აქვს, რომ რუსები საბაბს არ მოძებნიან.

“დიპლომატიისთვის აუცილებელი საფუძვლის შესაქმნელად ხვალიდან სრულ და ხანგრძლივ ცეცხლის შეწყვეტას ველოდებით. მკვლელობების გაჭიანურებას აზრი არ აქვს. ხუთშაბათს პუტინს თურქეთში დაველოდები. პირადად მე. იმედი მაქვს, რომ ამჯერად რუსები საბაბს არ მოძებნიან”, – წერს ზელენსკი X-ზე.

შეგახსენებთ, დღეს კრემლის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინას “პირდაპირ მოლაპარაკებებს” 15 მაისს, სტამბოლში სთავაზობს. ამასთან, კრემლის ლიდერმა არ გამორიცხა იმის შესაძლებლობა, რომ მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის “ახალ ზავზე” შეთანხმებამდე მივიდეს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *