საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ევროპის მოედანზე მიმდინარე აქციაზე იმყოფება, განაცხადა, რომ მას და მოქალაქეებს მყარად აქვთ ფეხი და იციან საითკენ მიდიან და რისთვის იბრძვიან. “საქართველო არის ევროპული, ევროპისკენ მიმართული და არავის არ მისცემს საშუალებას წაართვას ევროპა ამ ქვეყანას, ეს არის ჩვენი ყველას მიღწევა, ამდენი ხნის მიღწევა, რომ საქართველო მივიდა ევროპის კართან და არავის აქვს უფლება, არალეგიტიმური არჩევნებიდან დანიშნულმა მთავრობამ უცებ გადაწყვიტოს, რომ მიგვატრიალოს რუსეთისკენ…ჯერ ერთი, ჩემი ფეხი არის მყარი, მინდა, რომ დაწყნარდეს. ჩვენი ყველას ფეხი არის მყარი, ვიცით საითკენ მივდივართ, ამიტომ არის მყარი, რომ ზუსტად ვიცით ჩვენი ორიენტაცია და არ ვკარგავთ, ძალიან ბევრნი ვიქნებით 26 მაისს,” — თქვა ზურაბიშვილმა TV პირველთან საუბრის დროს. შეგახსენებთ, დღეს ქართული ოცნების პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილს 26 მაისის გეგმებთან დაკავშირებით გააფრთხილა, რომ “ფეხი არ დაუცდეთ, ეს არის მკაფიო გაფრთხილება”. “სალომე ზურაბიშვილი ჩაიბარებს აღლუმს ალბათ ალეკო ელისაშვილისგან. ეს იქნება ერთადერთი, რაც მან შეიძლება ჩაიბაროს. 26 მაისი წარიმართება ისე, როგორც უნდა წარიმართოს. ჩვენ გვაქვს სათანადო ღონისძიებები დაგეგმილი ზუსტად იგივე ფორმატში, რა ფორმატითაც იმართებოდა ეს ღონისძიებები შარშან, შარშანწინ, წინა წლებში. რა თქმა უნდა, ოპოზიციის არავითარ გეგმას განხორციელება არ უწერია. ფეხი არ დაუცდეთ, ეს არის ძალიან მკაფიო გაფრთხილება, როგორც სალომე ზურაბიშვილის, ისე სხვა “ნაციონალების” მიმართ,” — განაცხადა “ოცნების” პრემიერმა.
ზურაბიშვილი კობახიძეს: “ჩემი ფეხი არის მყარი, მინდა, რომ დაწყნარდეს. ვიცით საითკენ მივდივართ, ამი
