ზურა გირჩი ჯაფარიძე სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს

ზურა გირჩი ჯაფარიძე სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს
პოლიტიკოსი და “გირჩი მეტი თავისუფლებას” დამფუძნებელი ზურა გირჩი ჯაფარიძე დააკავეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება “ოცნების” პარლამენტის მიერ წინა ხელისუფლების ქმედებების შემსწავლელ კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო მიიღო.

დღევანდელი პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებასა და წაყენებულ ბრალდებას. აღნიშნულ კომისიაზე ჯაფარიძე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, ის ჩვენების მისაცემად მაგისტრატ მოსამართლესთან დაიბარეს და ბრალდებაც ოფიციალურად წაუყენეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ცნობისთვის, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ფოტო: ნეტგაზეთი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *