სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის თანამდებობა ზურა ხაჩიძემ დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.
დეკლარაციის მიხედვით, ხაჩიძის სახელფასო სარგო წლიურად 37 707 ლარი, ანუ თვეში 3 142 ლარი იყო.
ხაჩიძე თანამდებობაზე სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი მიქელაძემ ჩაანაცვლა, რომელიც უკვე შეუდგა მოვალეობის ოფიციალურად შესრულებას.
ცნობისთვის, რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულად ზაალ გელაშვილი მიმდინარე წლის 6 მაისს დაინიშნა. მისი დანიშვნიდან მალევე პოსტი დატოვეს ყოფილ რწმუნებულთან, ბესიკ ამირანაშვილთან ერთად მოქმედმა მოადგილეებმა, მათ შორის ზურა ხაჩიძემ.
ამ დროისთვის ზაალ გელაშვილს ორი მოადგილე ჰყავს — სერგი მუშკუდიანი და ახლად დანიშნული გიორგი მიქელაძე. მესამე მოადგილის პოზიცია კვლავ ვაკანტურია.