თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ლილუაშვილი თანამდებობიდან მიდის

თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ლილუაშვილი თანამდებობიდან მიდის
“ოცნების” მთავრობის თავდაცვის მინისტრის თებერვალში დანიშნული მოადგილე, გიორგი ლილუაშვილი თანამდებობიდან მიდის.

ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი განკარგულების მიხედვით, ლილუაშვილი თანამდებობას 1-ელი ივლისიდან დატოვებს.

მიზეზის და შემცვლელის გარკვევას bm.ge უწყებაში ცდილობს.

ამჟამად ირაკლი ჩიქოვანს სამი მოადგილე ჰყავს: გრიგოლ გიორგაძე, სერგო ჯანელიძე და პაატა პატიაშვილი.

ლილუაშვილის სამუშაო გამოცდილება ასეთია:

  • 2003-2005 წლებში – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
    იურიდიული ფაკულტეტის საკარიერო მომსახურების ოფისის ხელმძღვანელი
  • 2006-2009 წლებში – ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის სკოლა
    კორპორაციული სამართლის ლექტორი
  • 2008-2011 წლებში – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
    იურიდიული დეპარტამენტის უფროსი
    საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი
  • 2011-2012 წლებში – ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო პალატა საქართველოში
    იურიდიული კომიტეტის კურატორი
  • 2012-2015 წლებში – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
    სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსი
  • 2015-2019 წლებში – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ანალიზისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე
  • 2019 თებერვლიდან დეკემბრამდე
    საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი
    დირექტორის მოადგილე
  • 2019-2025 წლებში – საქართველოს დაზვერვის სამსახური
    უფროსის მოადგილე
  • 02. 2025 – დღემდე – საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *