“თავისუფლება ლუკას, თათიას, ლიკას” – სტუდენტების აქცია პარლამენტთან

“თავისუფლება ლუკას, თათიას, ლიკას” – სტუდენტების აქცია პარლამენტთან
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეკრებილი სტუდენტები საპროტესტო მსვლელობით პარლამენტთან მივიდნენ.

მანამდე, სტუდენტებმა საპროტესტო აქცია უნივერსიტეტის შენობის წინ გამართეს და დაკავებული სტუდენტების სოლიდარობის ნიშნად ლექციებზე ერთი დღით უარი თქვეს.

“თავისუფლება ლუკას, თათიას, ლიკას” – სკანდირებენ ახალგაზრდები.

სამოქალაქო აქტივისტებს – თათია აფრიამაშვილსა და ლიკა ლორთქიფანიძეს „ქართული ოცნების“ დეპუტატის, მარიამ ლაშხის შეურაცხყოფის საქმეზე 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ. საქმე 17 მაისს მომხდარ ინციდენტს ეხება, როდესაც კაფეში მყოფ დეპუტატთან, მარიამ ლაშხთან, აქტივისტები თათია აფრიამაშვილი და მაგდა მამუკაშვილი მივიდნენ და მიმართეს შეძახილებით: – „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”, “ძირს რუსული რეჟიმი”. მარიამ ლაშხმა, რომელიც მომხდარის დროს შვილებთან ერთად იმყოფებოდა, აქტივისტების წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა.

რაც შეეხება ლუკა ნაცვლიშვილს, ის ბათუმში აქციაზე დააკავეს და ბათუმის საქალაქო სასამართლომ მას 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *