თავისუფლების კინო: ჯაფარ ფანაჰიმ ციხიდან გათავისუფლების შემდეგ პირველი ფილმით კანის უმაღლესი

თავისუფლების კინო: ჯაფარ ფანაჰიმ ციხიდან გათავისუფლების შემდეგ პირველი ფილმით კანის უმაღლესი
კანის კინო ფესტივალი დასრულდა, სადაც დისიდენტმა ირანელმა რეჟისორმა ჯაფარ ფანაჰიმ მთავარი ჯილდო – „ოქროს პალმის რტო“ მოიპოვა დრამისთვის “ეს უბრალოდ შემთხვევითობა იყო”, რომელიც პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით, ირანული მთავრობის ხელში გატარებული პატიმრობის დღეების მიხედვით გადაიღო.

ეს არის ფანაჰის პირველი ფილმი მას შემდეგ, რაც ის 2023 წელს პატიმრობიდან გაათავისუფლეს, მიუხედავად იმისა, რომ ციხის დატოვების შემდეგ მას ფილმების გადაღება მკაცრად აუკრძალეს.

ჯაფარ ფანაჰის გამარჯვება კანში მნიშვნელოვანი მომენტია არაჩვეულებრივად მამაცი რეჟისორისთვის:

“პირველად, რომ გამომამწყვდიეს, მარტო ვიყავი, პატარა საკანში და პატრულს თვალახვეული მივყავდი პატარა ოთახში, სადაც კედლის წინ მსვამდნენ და ზურგს უკან მესმოდა მათი ხმა მესმოდა. ხანდახან ორი საათი, ხანდახან რვა, მხოლოდ იმ ხმაზე ვკონცენტრირდებოდი და ვფანტაზიორობდი, ვინ შეიძლება ყოფილიყო ის – მხოლოდ მისი ხმის მიხედვით. მაშინვე ვიგრძენი, რომ ოდესღაც ეს ხმა რაღაც ნაწარმოების ან კადრის ნაწილად იქცეოდა, და მე მას შემოქმედებით სიცოცხლეს შევძენდი“ – განაცხადა ფანაჰიმ.

ფანაჰის გამარჯვება ნიშნავს ზედიზედ რიგით მეექვსე გამარჯვებას ამერიკული კინოსტუდია Neon-ისთვის, რომლის წინა გამარჯვებულებს შორის შედიან: “ანორა”, “ვარდნა ანატომიაში”, “სევდიანი სამკუთხედი”, “ტიტანი” და “პარაზიტი” – ეს უკანასკნელი საერთოდაც ოსკარის ტრიუმფატორიც გახდა.

მეორე პრიზი Grand Prix – გადაეცა იოაკიმ ტრიერის დრამას “ემოციური ღირებულება”, რომელშიც სტელან სკარსგარდი განასახიერებს რთული ხასიათის რეჟისორს, რომელიც ცდილობს შერიგდეს თავის ქალიშვილთან, რისთვისაც ფილმისთვის შესარჩევ კასტინგში იწვევს.

პრიზი „ოქროს კამერა“ (Camera d’Or) გადაეცა ჰასან ჰადის ფილმისთვის “პრეზიდენტის ტორტი”, რითაც ის გახდა პირველი ფილმი, როცა კანის ისტორიაში ერაყულმა ნაწარმოებმა შეძლო ჯილდოს მოიპოვა.

საუკეთესო მსახიობის პრიზი გადაეცა ვაგნერ მოურას ფილმისთვის “საიდუმლო აგენტი”, რომელიც ასევე საუკეთესო რეჟისორის ტიტულით დააჯილდოვეს.

სპეციალური პრიზი კანის დახურვის ცერემონიალის დასაწყისში ჟიურის პრეზიდენტმა ჟულიეტ ბინოშმა გადასცა ჩინელ რეჟისორ ბი განს ფილმისთვის “აღდგომა”, რომელიც კოსმოსური სიკვდილის თემაზე დაფუძნებული ექსპერიმენტული მედიტაციაა.
სცენარის საუკეთესო ჯილდო გადაეცათ ძმებ დარდენებს ფილმისთვის “ახალგაზრდა დედის სახლი”.

ცნობისთვის ჟიურიში, რომლის შემადგენლობაც უმეტესად ქალებით იყო დაკომპლექტებული, შედიოდნენ: იტალიელი მსახიობი ალბა რორვახერი, ინდოელი რეჟისორი პაიალ კაპადია, ფრანგ-მოროკოელი მწერალი ლეილა სლიმანი, ამერიკელი მსახიობები ჰალი ბერი და ჯერემი სტრონგი, სამხრეთკორეელი რეჟისორი ჰონ სანგ-სუ, მექსიკელი რეჟისორი კარლოს რეიგადასი და კონგოელი რეჟისორი დიედო ჰამადი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *