“სამწუხაროდ, ანტიკორუფციული ბიურო მხოლოდ სახელით არის კორუფციასთან კავშირში, სინამდვილეში მისი შექმნიდან მალევე გახდა მიტაცებული ინსტიტუცია და გადაიქცა სადამსჯელო ინსტრუმენტად მმართველი პარტიის ხელში. სწორედ მას ჩააბარეს შემზღუდავი კანონების აღსრულება არასამთავრობო და პოლიტიკური სპექტრის წინააღმდეგ. ის პირდაპირ კომფორტს უქმნის კორუფციაში ჩართული მაღალჩინოსნებს. ბიურო უნდა ამოწმებდეს მათ დეკლარაციებს, აჯარიმებდეს მათ, თუმცა პირიქით აკეთებს. კანონში ცვლილებები შეიტანეს და ანტიკორუფციულმა ბიურომ თავის თავზე აიღო თანამდებობის პირების დეკლარაციების შევსება. ანუ რაც არ უნდა ცუდად შეავსოს თანამდებობის პირმა დეკლარაცია, ბიუროს აქვს 1-2 თვე რომ მას ეს “შეცდომები” გაუსწოროს. ყველანაირი კომფორტი შექმნეს იმისთვის, რომ ვინმე არ დაჯარიმდეს. ასევე ერთი ხელის მოსმით ჩაკეტეს თანამდებობის პირთა დეკლარაციების სისტემა. ეს გადაწყვეტილება სრულიად უკანონოა”, – ამბობს ქევხიშვილი.
ანტიკორუფციული ბიურო უკვე რამდენიმე თვეა არ ასაჯაროებს საჯარო მოხელეების დეკლარაციებს და ამას “ტექნიკური ხარვეზით” ხსნის. აღსანიშნავია, რომ უწყება არც მედიების მიერ საჯარო ინფორმაციის სახით გამოთხოვის შემთხვევაში ასაჯაროებს დეკლარაციებს. მათ შორის BMG-ის შესაბამისი წერილები ანტიკორუფციულმა ბიურომ უპასუხოდ დატოვა.