თბილისის მერია 600-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის ვიდეოსათვალთვალო კამერას ყიდულობს. შესაბამისი სატენდერო განაცხადი შესყიდვების ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 048 258 ლარია. წინადადებების მიღება 17 ივლისს დაიწყება და 22 ივლისს დასრულდება.
ტენდერის მიხედვით, კამერების გარდა, შესყიდვა თანმდევი მომსახურებით – მოწყობა და კონფიგურაციასაც ითვალისწინებს, რომელიც მიმწოდებელმა ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 2025 წლის 25 დეკემბრისა, ეტაპობრივად, შემსყიდველის წერილობითი დავალების შესაბამისად უნდა უზრუნველყოს.
პირველ დავალებას შემსყიდველი მიმწოდებელს გადასცემს ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან არანაკლებ 55 კალენდარული დღის შემდეგ.
ცნობისთვის, წელს, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც თბილისის მერია ვიდეოსათვალთვალო კამერებს ყიდულობს. მერიამ იანვარში ₾2,9 მლნ-ის სათვალთვალო ვიდეოკამერები შეიძინა.