თბილისის მერია მდინარე მტკვარზე ორთაჭალჰესის ხიდის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციას აპირებს. სამუშაოების პროექტირება-მშენებლობის შესყიდვის მიზნით ტენდერი 1 მაისს გამოცხადდა.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 831 208 ლარია.
საპროექტო დოკუმენტაციის მიწოდების ვადა – ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 45 კალენდარული დღეა, სამშენებლო სამუშაოების მიწოდების ვადა კი სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, წერილობითი დავალების მიცემიდან 90 კალენდარული დღე.
წინადადებების მიღება იწყება 17 მაისს და მთავრდება 22 მაისს.
ცნობისთვის, ორთაჭალჰესი მდინარე მტკვარზე 1950-იან წლებში აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა 1954 წელს. ჰესი მუშაობს რეგულირების გარეშე ბუნებრივ მოდინებაზე. ჰესის საპროექტო დადგმული სიმძლავრეა 18.0 მგვტ, ხოლო ელექტროენერგიის საპროექტო გამომუშავება 90.0 მლნ კვტ.სთ.