თბილისში, დღეს მოსახლეობის ნაწილს, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. თელასი ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს:
კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ოქროყანის (ნაწილობრივ) და კოჯრის გზატკეცილის მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ოთარ ჭილაძის, ქართველიშვილის, ამბროლაურის, ბუდაპეშტის და იონა ვაკელის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების, პეტრე იბერის, დემეტრე თავდადებულის და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.