თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის „კოალიცია ცვლილებების“ ლიდერს ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა, რითაც მოსმართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

მოსამართლემ ირაკლი შვანგირაძემ განმარტა, ამ საქმეზე შეფარდებული 50 000 ლარის გირაო ნიკა მელიამ მიზანმიმართულად არ გადაიხადა.

ნიკა მელიას ადვოკატების განმარტებით, პოლიტიკოსი 29 მაისს, 21:00 საათზე დააკავეს, ხოლო გირაოს გადახდის ვადა, 29 მაისის, ღამის 12 საათზე იწურებოდა. მათი თქმით, შესაძლოა, მელიას გირაო ბოლო საათებში გადაეხადა.

ნიკა მელია აღკვეთის სახით პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დასწრებია, რადგანაც მან მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა, რის გამოც ის სხდომათა დარბაზიდან გააძევეს.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ნიკა მელია ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს. ის კომისიაზე არ მივიდა, რის გამოც მას ბრალდება წაუყენეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მას აღკვეთის აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. „კოალიცია ცვლილებების“ ლიდერს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *