შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში განმარტებულია, რატომ გახდა საჭირო გამარტივებული შესყიდვა:
რით არის განპირობებული შესყიდვის საჭიროება?
თბილისში მიმდინარეობს საპროტესტო აქციები. აქციებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ხორციელდება საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა. თანმშრომლების მიერ მათზე დაკისრებული სამსახურეობრივი მოვალეობის შეუფერხებლად განხორციელებისათვის (თანამშრომლებს დიდი ხნის განმავლობაში უწევთ სამოქმედო ტერიტორიაზე დგომა) აუცილებლობას წარმოადგენს განხორციელდეს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების ღონისძიებებში მონაწილე თანამშრომლების კვება.
რამ გამოიწვია გადაუდებელი აუცილებლობის ვითარების დადგომა?
შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მიერ კვებით მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე გამოცხადებულია NAT250007677 ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე(NAT) პრეისკურანტით, სატენდერო პროცედურების დასრულებას ესაჭიროება კანონმდებლობით დადგენილი ვადები, სავარაუდოდ 12 კალენდარული დღე. ღონისძიებებში მონაწილე თანამშრომელთა საჭირო რაოდენობის გათვალისწინებით შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მიერ კვებითი უზრუნველყოფის მიზნით გაფორმებული 2025 წლის „28“ თებერვლის N50 ხელშეკრულებით (NAT250002126) გათვალისწინებული თანხა იწურება და არ იქნება საკმარისი ტენდერის პროცედურების დასრულებამდე საჭირო მომსახურებაზე, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტს კი დაუყოვნებლივ ტენდერის პროცედურების დასრულებამდე ესაჭიროება საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების ღონისძიებებში მონაწილე თანამშრომლების კვება, რაც იწვევს შესყიდვის გადაუდებელ აუცილებლობას.