თბილისში დაკარგული ორი მოზარდი იპოვეს

თბილისში დაკარგული ორი მოზარდი იპოვეს

თბილისში დაკარგული ორი მოზარდი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია მოქალაქე თეო ბარბაქაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. “ჩემთან ერთად არიან დაკარგული ბავშვები და დამიკავშირდნენ მშობლები,” — წერს თეო ბარბაქაძე სოციალურ ქსელში. ბავშვების პოვნა ერთ-ერთი მათგანის ოჯახის ახლობელმაც დაუდასტურა რადიო თავისუფლებას. თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ჩიქობავას ქუჩაზე, 31 სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან ბავშვები გუშინ, 14 აპრილის დაახლოებით 14:00 საათის შემდეგ აღარ უნახავთ. მათ ძებნაში ჩართული იყო პოლიციაც.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *