თბილისში სასტუმროების დღიური ფასი შემცირდა, ბათუმში კი გაიზარდა – Galt & Taggart-ის მიმოხილვა

თბილისში სასტუმროების დღიური ფასი შემცირდა, ბათუმში კი გაიზარდა – Galt & Taggart-ის მიმოხილვა

Galt & Taggart-ის ტურიზმის ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, 2025 წლის პირველ კვარტალში თბილისის სასტუმროების ძირითადი მაჩვენებლები ზეწოლის ქვეშ რჩებოდა.

საშუალო დღიური ფასი (ADR) $82-მდე შემცირდა, მაშინ, როდესაც 2024 წლის პირველ კვარტალში $88 იყო. ხოლო დატვირთვის კოეფიციენტი უცვლელი დარჩა 39.7%-ზე.

ამის საპირისპიროდ, ბათუმის სასტუმროებმა აჩვენეს ძლიერი იმპულსი, რომელიც ემყარებოდა ისრაელიდან ვიზიტების მკვეთრი ზრდას. ამ მიმართულებით სწორედ ისრაელი იყო ბათუმისთვის მთავარი წყარო. საშუალო დატვირთვა ბათუმში გაიზარდა 49.8%-მდე, გასული წლის ანალოგიური პერიოდის 40.1%-დან. ADR-მა მიაღწია $78, რაც აღემატება 2024 წლის $75-ს.

Airbnb-ის მონაცემები კიდევ უფრო უსვამს ხაზს ორს ქალაქს შორის განსხვავებულ ტენდენციებს. პირველ კვარტალში, თბილისში დაჯავშნილი ღამეების რაოდენობა წლის ჭრილში 0.8%-ით გაიზარდა და 115.5 ათასი შეადგინა. თუმცა ADR 3.9%-ით შემცირდა $48-მდე.

ბათუმში კი როგორც მოთხოვნა, ისე ფასი გაიზარდა. ჯავშნები წლიურად 3.8%-ით, 41.9 ათას ღამემდე იყო გაზრდილი, ხოლო ADR 12%-ით, $34-მდე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *