თბილისში შემოქმედებითი სივრცე „დინო აკადემია“ იხსნება – რას სთავაზობს მომხმარებელს?

თბილისში შემოქმედებითი სივრცე „დინო აკადემია“ იხსნება – რას სთავაზობს მომხმარებელს?

თბილისში შემოქმედებითი სივრცე „დინო აკადემია“ იხსნება – რას სთავაზობს მომხმარებელს?

თბილისში შემოქმედებითი სივრცე „დინო აკადემია“ იხსნება. ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ შემოქმედებითი სივრცის თანადამფუძნებლებმა, ვივია გურგენიშვილმა და მარიამ მაისურაძემ ისაუბრეს.

„დინო აკადემია“ არის საგანმანათლებლო – შემოქმედებითი სივრცე, სადაც ბავშვებსა და ზრდასრულებს მასტერკლასებსა და გახანგრძლივებულ კურსებს, კერძოდ ხეზე მუშაობას, კერამიკას, კერვას, შოკოლადის წარმოებასა და მრავალფეროვან აქტივობას სთავაზობს. აკადემია სატესტო რეჟიმში “მწვანე სკოლას” ბაზაზე იხსნება, ხოლო ოფიციალური გახსნა სექტემბერშია დაგეგმილი.

ვივია გურგენიშვილის თანახმად, აკადემიის გახსნის იდეა ჯერ კიდევ მაშინ გაჩნდა, როდესაც ბაზარზე ხის სათამაშოებისა და ავეჯის მწარმოებელი კომპანია „დინო“ გამოჩნდა და მომხმარებლებს მასტერკლასები შესთავაზა. ბავშვების მხრიდან დიდმა ინტერესმა კომპანიას უბიძგა, რომ აკადემია გაეხსნათ და როგორც ბავშვებისთვის, ასევე ზრდასრულებისთვის დროის შემოქმედებითად გატარების შესაძლებლობა მიეცათ.

„აკადემიაში არსებული ხელსაწყო, რასაც ბავშვი გამოიყენებს, არის გერმანული წარმოების. ასევე ვითანამშრომლებთ ავსტრიულ კომპანიასთან, რომელიც მცირე ზომის დანადგარებს მოგვაწვდის, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბავშვების უსაფრთხოება. სკოლა არაოფიციალურად მოსწავლეებს უკვე ხვალიდან მიიღებს, ხოლო ოფიციალურად მისი გახსნა სექტემბერშია დაგეგმილი. აკადემიაში კლასები ასაკობრივად იქნება დაყოფილი. მაგალითად, 5+ დან 15+-მდე. სერვისის ღირებულება 30 ლარიდან იწყება და 200 ლარამდე ადის. დამოკიდებულია სერვისის ტიპზე“, – ამბობს გურგენიშვილი.

რაც შეეხება „მწვანე სკოლასთან“ პარტნიორობას, აკადემიის თანადამფუძნებელი ამბობს, რომ მოლაპარაკებების დაწყებიდან 2 თვეში „დინოს აკადემიის“ სივრცე უკვე მოწყობილი იყო. ახლა კი, მისი სრულყოფილებისთვის, თანადამფუძნებლები დამატებითი ინვესტიციების მოზიდვაზე მუშაობენ.

„როდესაც ამ იდეაზე დავიწყეთ მუშაობა, საგრანტო კონკურსში USAID-ის გრანტზე გავაგზავნეთ მოთხოვნა. უბრალოდ გვჭირდებოდა მემორანდუმები, რომ სკოლებთან ვითანამშრომლებდით. პირველი გამოხმაურება და ინტერესი სწორედ „მწვანე სკოლიდან“ წამოვიდა. ხოლო 2 თვეში სივრცე უკვე მოწყობილი გვქონდა. რაც შეეხება ინვესტიციას, პირადი სახსრებით დავიწყეთ ძალიან მცირე ბიუჯეტით. ახლა ველოდებით „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერას სესხის კომპონენტში. საუბარია 50 000 ლარზე პირველი ეტაპისთვის. ინვესტიცია ძირითადად დანადგარების შეძენას მოხმარდება, რაც მასტერკლასების სწორ განვითარებას უზრუნველყოფს. ეს იქნება ლაზერული აპარატები, კერამიკის ღუმელი და ა.შ“, – ამბობს ვივია გურგენიშვილი.

მეწარმე ამბობს, რომ ამ დროისათვის აკადემიაში 7 ადამიანი იქნება დასაქმებული, რომლებიც პრაქტიკოსი მეწარმეები არიან. ამასთან ის დასძენს, რომ რეგიონებიდან წამოსული დიდი ინტერესის ფონზე, 1 წლის ვადაში რეგიონებში გაფართოებაც არ გამოირიცხება.

როგორც “დინო აკადემიის” თანადამფუძნებელი, მარიამ მაისურაძე „ქალების ნარატივში“ ამბობს, კადრები, რომლებიც აკადემიაში მასტერკლასებსა და შემოქმედებით კურსებს გაუძღვებიან, საკუთარი საქმის პროფესიონალები და ბავშვებთან მუშაობის გამოცდილებით არიან.

“„დინო აკადემია“ არის სივრცე, სადაც ყველა ადამიანს ასაკის შეუზღუდავად შეუძლია საკუთარ ფანტაზიებს ხორცი შეასხას. მასტერკლასები, რასაც ჩვენ ვთავაზობთ ორ ნაწილად იყოფა. ერთი არის ხანგრძლივი კურსი და მეორე არის მოკლევადიანი. გრძელვადიანი კურსები 3 და 10 -თვიან კურსებად იყოფა, ხოლო მოკლევადიანი კურსები 1 და 3 საათიანი მასტერკლასებია. მასტერკლასები არის ხეზე მუშაობის, ნარჩენების მართვა, ასევე კერვა, ქსოვა, ქარგვა, კერამიკისგან აქსესუარების დამზადება, შოკოლადის მასტერკლასები და სხვა.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დღის მეორე ნახევარში უკვე ზრდასრულებსაც ვთავაზობთ, რომ სხვადასხვა თერაპიებს დაესწრონ. მაგალითად, შემდეგი კვირიდან ვუმასპინძლებთ სტრესის მართვის მასტერკლასებს. ამასთან, დივერსიფიცირებული გვაქვს ასაკის შესაბამისად სხვადასხვა თემატიკის აქტივობებით“, – ამბობს აკადემიის თანადამფუძნებელი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *