თბილისში წყლისა და გაზის მასშტაბურ ორი ავარიის მიზეზებზე გამოძიება ამ დრომდე არ დასრულებულა – ს

თბილისში წყლისა და გაზის მასშტაბურ ორი ავარიის მიზეზებზე გამოძიება ამ დრომდე არ დასრულებულა – ს

თბილისში წყლისა და გაზის მასშტაბურ ორი ავარიის მიზეზებზე გამოძიება ამ დრომდე არ დასრულებულა – სემეკი

თბილისში წყლისა და გაზის მასშტაბური გათიშვის მიზეზებს შსს ამ დრომდე სწავლობს, ამის შესახებ “საქმის კურსის” ეთერში სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა. მისი თქმით, ორივე შემთხვევაში საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება, რომელთანაც სემეკი თანამშრომლობს. ნარმანია ამბობს, რომ კომისიამ შეისწავლა თბილისის ენერჯის მხრიდან მოწოდებული საქმის მასალები და არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე დაიწყო მუშაობა ახალ რეგულაციაზე, რომელიც სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურაზე, რომელიც მიწის ქვეშ არის განთავსებული, მარკირების გაკეთების ვალდებულებას გაუჩენს კომპანიებს.

“2 მასშტაბური ავარია იყო, ერთი წიწამურთან მთავარ წყალმდენზე ავარია, სადაც ერთ-ერთი მკვებავი მაგისტრალის გახსნა მოხდა. ამასთან დაკავშირებით, მყისიერად მოხდა ჯივიპის მხრიდან ალტერნატიული წყლის მიწოდება, თუმცა დისკომფორტი იყო საკმაოდ დიდი. აღნიშნულ საკითხზე საგამოძიებო მოქმედებები დღემდე მიმდინარეობს, ისევე როგორც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს გაზის მაგისტრალურ გაზსადენზე განხორციელებული ზეწოლის და ავარიის ფაქტთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაშიც კომისიამ, რაც გააკეთა თავის კომპეტენციაში იყო ის, რომ მოისმინა ინფორმაცია გაზის კომპანიის მხრიდან მათ ხელთ არსებული მდგომარეობის შესახებ. გამოვითხოვეთ ფაქტობრივი მასალები, ჩვენ ვთანამშრომლობთ საგამოძიებო ორგანოებთან ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში. დანაშაული იქნება შესაბამისად მათი მხრიდან კვალიფიცირებული.

ჩვენ როგორც მარეგულირებელი კომისიის ერთ-ერთი ინიციატივა ამ ავარიების შემდეგ არის ის რომ ყველა მთავარი მკვებავი მაგისტრალი, რომელიც არის მიწის ქვეშ განთავსებული მასზე მოხდეს შესაბამისი მარკირებები, ანუ მანიშნებელი მოწყობილობების განთავსება, რათა სხვადასხვა პირებს ჰქონდეთ ინფორმაციას რომ ეს თვალით უხილავი კომუნიკაცია, არის ამ თუ იმ ტერიტორიაზე განთავსებული, რათა არ მოხდეს მათი მხრიდან დაზიანება ან თუ რაიმე სახის ინფრასტრუქტურული სამუშაობი არის მათი მხრიდან დაგეგმილი, მათ ჰქონდეთ ინფორმაცია, რომ ამ ტერიტორიაზე არის განთავსებული კომუნიკაცია და უფრო ყურადღებით მოეკიდებიან საკითხს. ვსწავლობთ ამ საკითხს და ვაპირებთ, რომ ეს ვაქციოთ რეგულაციად და იყოს სავალდებულოდ შესასრულებელი”,- ამბობს სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია.

შეგახსენებთ, რომ 9 თებერვალს ცენტრალური გაზსადენი სავარაუდოდ “მესამე პირის” მიერ დაზიანდა, რის გამოც გაზმომარაგების გარეშე ვაკე-საბურთალოს მოსახლეობის 150 000-მდე აბონენტი დარჩა.

მცხეთაში, სოფელ წიწამურთან, GWP-ის მაგისტრალური წყალსადენი 16 ივნისს დაზიანდა, რის გამოც წყლის მიწოდება თბილისისა და მცხეთის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს შეუწყდა. ერთი კვირის განმავლობაში 60 000-მდე მომხმარებელს წყალი გრაფიკით მიეწოდებოდა. წყალმომარაგება სრულად 24 ივნისს აღდგა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *