ოფიციალურმა პირმა მედიასთან ასევე აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპმა უკვე განაცხადა რუსეთისთვის უფრო ძლიერი სანქციების დაწესების შესახებ, რაც უნივერსალური ტარიფებიდან მოსკოვის გამოტოვებას ბუნებრივს ხდის.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა 3 აპრილს 180 ქვეყანას საბაზისო 10%-იანი იმპორტის ტარიფები დაუწესა. 180 ქვეყნიდან ზოგიერთმა გაცილებით მაღალი, ტრამპის განმარტებით, “საპასუხო” გადასახადები შეეხოთ. მათ შორისაა ჩინეთი, ვიეტნამი, ტაივანი, იაპონია, ინდოეთი, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, შვეიცარია, ინდონეზია, მალაიზია, კამბოჯა და ევროკავშირი.
გასულ თვეს ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ განიხილავს რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებასაც, რაც მოსკოვს მოლაპარაკებების მაგიდასთან მოიყვანდა, უკრაინაში ომის დასრულების მიზნით. საპასუხოდ რამდენიმე კვირაში რუსეთმა განაცხადა, რომ უკრაინაში ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტის შეთანხმების სანაცვლოდ, აშშ-სგან ზოგიერთი სანქციის შერბილებას ელის.
რა საიმპორტო ტარიფები დაუწესა ტრამპმა 180 ქვეყანას – სრული სია