ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ირანმა ისრაელის მიმართულებით ჯამში 100 რაკეტა ისროლა, რაც ნიშნავს, რომ მსოფლიოს მოწოდებას კონფლიქტის დეესკალაციაზე ჯერჯერობით ირანი არ თანხმდება. ამ დროისთვის დაღუპულთა რიცხვი ირანში 200-ს აჭარბებს.
13 ივნისს, გამთენიისას ისრაელმა ირანში დაარტყა ურანის გამდიდრების მთავარ ობიექტს ქალაქ ნათანზში, ასევე ირანელ მეცნიერებს, რომლებიც ბირთვული ბომბის შესაქმნელად მუშაობენ და ბალისტიკური რაკეტების პროგრამის ცენტრს. ირანის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა, რომ ავიადარტყმების შედეგად დაიღუპნენ გენშტაბის უფროსი ბაღერი, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური სალამი და საჰაერო თავდაცვის ჯარების შტაბის ხელმძღვანელი რაშიდი. ისრაელის არმიამ დღეს, 16 ივნისს გამოაცხადა, რომ თეირანში დაარტყეს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანიშნულების ძალების.