„ლიმონის ექსპორტზე დროებითი შეზღუდვა მოხსნილია და შიდა ბაზარზე ფასების დინამიკას ყურადღებით დავაკვირდებით. ინსპექტირება უახლოეს პერიოდში გაგრძელდება“, – განაცხადა მინისტრმა.
თურქული მედიის ინფორმაციით, ბოლატი ფერმერებს, დეპუტატებს და ვაჭრობის ექსპერტებს შეხვდა. შეხვედრაზე ის ზომები განიხილეს, რომელიც ქვეყანამ მიწოდებასა და მოთხოვნას შორის ბალანსის შესანარჩუნებლად უნდა მიიღოს.
ინფორმაციისთვის: თურქეთის მთავრობამ ლიმონის ექსპორტის შეჩერების გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღო. მიზეზი კლიმატური პირობები და მოსავლის მოცულობა იყო, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე ლიმონის დეფიციტის საფრთხეს აჩენდა. როგორც ჩანს პროგნოზები და დინამიკა დადებითია, შესაბამისად, ქვეყანამ ლიმონის ექსპორტი კვლავ გაააქტიურა.
აღსანიშნავია, რომ საქართველო ლიმონს ყველაზე დიდი მოცულობით თურქეთიდან ყიდულობს. წელს საქართველომ 269.6 ათასი აშშ დოლარის 559 ტონა ლიმონი იყიდა. აქედან, 68% თურქეთიდან. 85.3 ათასის 39.6 ტონა კი, ნიდერლანდებიდან. საქართველოში იმპორტირებული თურქული ლიმონი ღირებულება [საბაჟოზე გადასახადების გარეშე] 35 ცენტია, ნიდერლანდურის კი 2.15 დოლარი.