თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა განაკვეთი გაზარდა

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა განაკვეთი გაზარდა
თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის 350 საბაზო პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, რის შედეგად ქვეყანაში ძირითადმა განაკვეთმა 46%-ს მიაღწია.

აქამდე განაკვეთი 42.5% იყო, თუმცა ის ვერ აღმოჩნდა საკმარისი ინფლაციური წნეხის დასაძლევად და ეროვნული ვალუტის გაუფასურების პროცესის შესაჩერებლად.

ამჟამად ერთი დოლარის გაცვლითი კურსი 38 ლირას შეადგენს, რაც ორწლიან პერიოდში თითქმის 25%-იან გაუფასურებას წარმოადგენს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *