თურქეთმა შავ ზღვაში ბურღვის სამუშაოების დროს 75 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ახალი მარაგი აღმოაჩინა. ამის შესახებ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
„ამ აღმოჩენით ჩვენ თურქეთში ბუნებრივი გაზის საჭიროებებს 3,5 წლის განმავლობაში დავაკმაყოფილებთ“, – განაცხადა ერდოღანმა სტამბოლში გამართულ ღონისძიებაზე.
მისი ინფორმაციით, მარაგის ღირებულება დაახლოებით 30 მილიარდი დოლარია, აღმოჩენა კი Goktepe-3 ჭაბურღილში, 3500 მეტრის სიღრმეზე გაკეთდა.