თურქეთს ნატოს 2026 წლის სამიტის მასპინძლობა სურს – ერდოღანი

თურქეთს ნატოს 2026 წლის სამიტის მასპინძლობა სურს – ერდოღანი
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთს სრულს, 2026 წელს უმასპინძლოს ნატოს სამიტს. ამის შესახებ ერდოღანმა ჰააგაში გამგზავრებამდე, მედიასთან საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ გვინდა, ვუმასპინძლოთ ნატო-ს სამიტს თურქეთში 2026 წელს. სამიტის ფარგლებში გავმართავთ ორმხრივ შეხვედრებს მოკავშირე ქვეყნების ლიდერებთან“, – აღნიშნა ერდოღანმა.

მისივე თქმით, ნატოს ფარგლებში თავდაცვის პროდუქტებით ვაჭრობაზე დაწესებული შეზღუდვები მოკავშირე ქვეყნებს შორის უნდა მოიხსნას.

„არ მიგვაჩნია სწორად მოკავშირეებს შორის თავდაცვის პროდუქტებით ვაჭრობაზე შეზღუდვების დაწესება. ეს დაბრკოლებები და შეზღუდვები უნდა გაუქმდეს რაც შეიძლება მალე — ყოველგვარი ‘თუ’-ს ან ‘მაგრამ’-ის გარეშე“, — განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ერდოღანის განცხადებით, თურქეთი განაგრძობს აქტიურ ჩართულობას ალიანსის საქმიანობაში და ითვალისწინებს რეგიონულ და გლობალურ უსაფრთხოების გამოწვევებს.

შეგახსენებთ, სამიტი 24-26 ივნისს იმართება და “ქართული ოცნების” მთავრობა მიწვეული არ არის. გასულ წელს სამიტზე საქართველოს იმჟამინდელი საგარეო მინისტრი, ილია დარჩიაშვილი წარმოადგენდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *