კრემლის განცხადებით, რუსეთის დელეგაციას პრეზიდენტის მრჩეველი ვლადიმირ მედინსკი უხელმძღვანელებს.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თუ სტამბოლში პუტინი ჩავიდოდა, ისიც პირადად მიიღებდა მონაწილეობას მოლაპარაკებებში. ახლა კი, როგორც ჩანს, არც ის იქნება მხარეებს შორის შეხვედრაზე. თუმცა, ცნობილია, რომ ზელენსკი დღეს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შეხვდება.
“მე ველოდები ვინ წამოვა რუსეთიდან და შემდეგ გადავწყვეტ, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას უკრაინამ. ამ დრომდე მედიაში მათ მიერ გავრცელებული სიგნალები არადამაჯერებელია”, – განაცხადა ზელენსკიმ გუშინ საღამოს გავრცელებული ვიდეომიმართვისას.
ცნობისთვის, პუტინი და ზელენსკი პირისპირ 2019 წლის დეკემბრის შემდეგ არ შეხვედრიან ერთმანეთს. რუსეთსა და უკრაინას კი პირდაპირი მოლაპარაკებები ბოლოს 2022 წლის მარტში, სტამბოლში შედგა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა.