თუ საკუთარ თავს ვერ აფასებთ – 6 მარტივი რჩევა თვითშეფასების ასამაღლებლად

თუ საკუთარ თავს ვერ აფასებთ – 6 მარტივი რჩევა თვითშეფასების ასამაღლებლად

დამეთანხმებით ალბათ, რომ თვითშეფასება ადამიანის ცხოვრებასა და კარიერაზე დიდ ზეგავლენას ახდენს. ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ამერიკელების 85%-ი დაბალი თვითშეფასებით იტანჯება, რაც მათ მენტალურ ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.

საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, დღეს გადავწყვიტეთ გაგიზიაროთ სპეციალისტების მიერ გაცებული ის რჩევები და რეკომენდაციები , რომლებიც თვითშეფასების ამაღლებაში დაგეხმარებათ.

არასდროს შეადაროთ საკუთარი თავი სხვებს – დღესდღეობით საკმაოდ დიდია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც თავიანთ მიღწევებს ხშირად გარშემომყოფებისას ადარებენ. ფსიქოლოგების თქმით, ეს არასწორი მიდგომაა, რადგან ყველა ადამიანი განვითარების ინდივიდუალურ გზას გადის. ასეთ დროს თქვენ მხოლოდ სხვების მიღწეულ წარმატებას ხედავთ და არა იმას, თუ როგორ მივიდნენ იქამდე. ის, რაც შეიძლება ზოგიერთმა 20 წლის ასაკში შეძლო, სხვამ შეიძლება ოდნავ მოგვიანებით გააკეთოს. ამიტომ, ფსიქოლოგები გირჩევენ,  ყოველდღიურად შეახსენოთ თავს, რომ თქვენში არის რაღაც განსაკუთრებული, რაც გარშემომყოფებისგან განგასხვავებთ. ამით საკუთარი ინდივიდუალიზმის შენარჩუნებას შეძლებთ.

 იმისთვის კი, რომ ჩვენი სიძლიერები უკეთ შეაფასოთ, სპეციალისტები დღიურის წარმოებას გირჩევენ, სადაც თქვენს მიღწევებს ჩამოწერთ. ყოველი დღის ბოლოს დასვით კითხვა – რა გავაკეთე ისეთი, რომლითაც შემიძლია ვიამაყო? დიდ ბრიტანეთში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მსგავსი სახის ჩანაწერების წარმოება საკითხის უფრო ღრმად შესწავლასა და დანახვაში გვეხმარება.

ფსიქოლოგების თქმით, ხშირად საკუთარ თავს საზღვრებს თავად ვუწესებთ. ვეუბნებით, რომ  „არ შეგვიძლია“, „ვერ მოვახერხებთ“ და ა.შ. ამ ყველაფერს თავს მარტივად დააღწევთ, თუ ყოველდღიურად თუნდაც ერთ ისეთ რამეს გააკეთებთ, რაც აქამდე ძალიან გაშინებდათ.  როგორც სპეციალისტები ამბობენ, შიშის დასაძლევად საუკეთესო გზა მასთან პირისპირ დარჩენაა. როდესაც ყოველდღიურად შეეჯახებით იმას, რაც გაშინებთ – ამით საკუთარი თავის რწმენას შეიძენთ  და უფრო თავდაჯერებული გახდებით. 

 

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *