თუ ტრაექტორია არ შეიცვლება, საქართველო დაკარგავს შესაძლებლობას, EU-ის მომდევნო გაფართოების ნაწი

თუ ტრაექტორია არ შეიცვლება, საქართველო დაკარგავს შესაძლებლობას, EU-ის მომდევნო გაფართოების ნაწი
საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ თუ არსებული ტრაექტორია არ შეიცვლება, სავარაუდოდ, საქართველო ხელიდან გაუშვებს შესაძლებლობას, EU-ის მომდევნო გაფართოების ნაწილი გახდეს. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს, ევროპის დღის ღონისძიებაზე განუცხადა.

ელჩმა თქვა, რომ საქართველო ევროკავშირს შორდება, რაც მთავრობის ნაბიჯების შედეგია.

“ჩემმა ზემდგომებმა ევროკავშირის ინსტიტუტებიდან, ევროპული კომისიის პრეზიდენტმა, ნათლად და ხმამაღლა განაცხადეს და დარწმუნებული ვარ, გაიზიარებს 27 წევრი ქვეყანა, რომ ევროკავშირის გაფართოება მოქმედი კომისიის მანდატში მოხდება., ვსაუბრობთ მომდევნო 4 წელზე. სხვა კანდიდატი ქვეყნები სწრაფად მიიწევენ წინ, წარადგენენ საჭირო რეფორმებს. რა ხდება საქართველოში? სამოქალაქო საზოგადოება, კრიტიკული მედია წნეხის ქვეშაა, მეტი და მეტი საკანონმდებლო წინადადების მიღება ხდება, რომლებიც საქართველოს ევროკავშირის ძირითადი პრინციპებისგან აშორებს. რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება შედეგები. ჩემთვის ამის თქმა, ძალიან სამწუხაროა”,- განაცხადა ელჩმა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *