იაპონია საქართველოს თავისი მოქალაქეების ონლაინ კაზინოებში დაბლოკვის თხოვნით მიმართავს
იაპონიამ რვა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, მთავრობებს თავისი მოქალაქეების მიერ ამ ქვეყნებში ლიცენზირებულ ონლაინ კაზინოებზე წვდომის შეზღუდვის თხოვნით მიმართა, რაც იაპონიის აზარტულ თამაშებთან ბრძოლის სტრატეგიის ნაწილია – ამის შესახებ აზიური მედია IAG წერს.
გამოცემის თანახმად, საქართველოსთან ერთად, ეს თხოვნა მიიღეს კანადის, კოსტა-რიკას, მალტას, ანჟუანის კუნძულის, კიურასაოსა და სევე ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიების – გიბრალტარისა და მენის კუნძულის მთავრობებმა.
“მიუხედავად იმისა, რომ ოფშორულ ვებსაიტებზე აზარტული თამაშები იაპონიაში აკრძალულია, აღმოჩნდა, რომ 2024 წელს მოქალაქეებმა საერთაშორისო სპორტის სახეობებზე ოფშორულ, არალეგალურ ვებსაიტებზე ფსონის დასადებად 6.45 ტრილიონი იაპონური იენი, ანუ 45 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯეს – დაახლოებით 5-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე იაპონურ ონლაინ კაზიონებზე”, – წერს IAG.
იაპონიის წარმომადგენელთა პალატამ თვის დასაწყისში ახალი კანონი დაამტკიცა, რომელიც მიზნად არალეგალურ ონლაინ კაზიონებზე რეგულაციების გამკაცრებას ითვალისწინებს. ვირტუალური აზარტული თამაშების ძირითადი ფორმები იაპონიაში უკვე აკრძალულია, გამონაკლისია მხოლოდ ლატარიის გათამაშებები და ფსონის დადება დოღზე, მოტოციკლეტებითა და ნავებით შეჯიბრებებზე.