დასახელებული თანხა “დიდი შვიდეულის” ქვეყნების (G7) უკრაინისთვის შემოსავლების აჩქარების (ERA) პროგრამის ფარგლებში შედის, რომლის მიზანიც კიევისთვის 50 მილიარდი დოლარის გამოყოფაა რეკონსტრუქციისა და თავდაცვის საჭიროებისთვის. სესხის დაფარვა G7-ის წევრების ანგარიშებზე განთავსებული, დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის რუსული სუვერენული აქტივებიდან მიღებული თანხებით მოხდება.
“იაპონია საერთაშორისო სოლიდარობის ნათელი მაგალითია, რომელიც გახდა უკრაინის ერთ-ერთი წამყვანი პარტნიორი თავისუფლებისა და ღირსებისთვის ბრძოლაში.
დღევანდელი შეთანხმების ხელმოწერა არა მხოლოდ ხელს შეუწყობს ჩვენი გადაუდებელი საბიუჯეტო საჭიროებების დაკმაყოფილებას, არამედ კიდევ ერთი დადასტურება იქნება იაპონიის გულწრფელი ერთგულების მიმართ იმ საერთო ღირებულებების მიმართ, რომლებიც აერთიანებს ჩვენს ქვეყნებს,” – განაცხადა იაპონიის ელჩთან, მასაში ნაკაგომესთან შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ უკრაინის ფინანსთა მინისტრმა, სერგეი მარჩენკომ.
გამოცემა იუწყება, რომ იაპონიის სესხი 30 წლის განმავლობაში გაიცემა და მიმართული იქნება საბიუჯეტო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და რეკონსტრუქციისა და განვითარების მხარდასაჭერად.
აღსანიშნავია, რომ იაპონია მხარს უჭერს უკრაინას რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების დღიდან. ქვეყანამ უკრაინას 8,5 მილიარდ დოლარზე მეტი საბიუჯეტო მხარდაჭერის სახით გადარიცხა.