ივანიშვილმა ამერიკის ელჩთან შეხვედრაზე უარი თქვა – აშშ-ის საელჩო

აშშ-ის საელჩო საკონსულო მომსახურების ცვლილების შესახებ იტყობინება
22 მაისს, აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისგან შეხვედრა მოითხოვა, თუმცა საელჩოს განცხადებით, ივანიშვილმა ამ შეხვედრაზე უარი განაცხადა. როგორც აშშ-ის საელჩო აცხადებს, დეგნანი სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს თხოვნით მოქმედებდა და შეხვედრის მიზანი ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილის გადაცემა იყო.

“აშშ-ის საელჩოს განცხადება პარტია “ქართულ ოცნებასთან” კომუნიკაციის შესახებ

ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე, სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა. სახელმწიფო მდივან რუბიოს თხოვნით, 22 მაისს, ელჩმა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ითხოვა, რათა შეეტყობინებინა ადმინისტრაციის გზავნილი და კიდევ ერთხელ გადაეცა კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის მიმართ. იმედი გვაქვს, საქართველოს მთავრობას გულწრფელად სურს ამერიკასთან და ამერიკელ ხალხთან 33 წლიან პარტნიორობასა და მეგობრობას დაუბრუნდეს”, – წერია საელჩოს განცხადებაში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *